ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია

პრეზიდენტი პარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას დაესწრება

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას დაესწრება, - ამის შესახებ ტაბულას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თინათინ მჟავანაძემ განუცხადა.

მჟავანაძის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოსაწვევი არ მიუღია. 

ამ წუთებში პარლამენტი ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის საკითხს განიხილავს. პარლამენტარების წინაშე დოკუმენტი საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ეკონომიკის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინეს. 

საკითხის განხილვის შემდეგ სხდომაზე შესვენება გამოცხადდება, რის შემდეგაც პარლამენტის ტრიბუნას მიწვეული სტუმრები დაიკავებენ. კენჭისყრის დაწყებამდე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე პარლამენტარებს სიტყვით მიმართავენ.  

სხდომას ლატვიისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან.

კომენტარები