ინვესტიციები

ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა განვითარების ბანკს ქმნიან

0 კომენტარი
BRICS ქვეყნების ლიდერები ფოტო: ნაჩო დოჩე / REUTERS

ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა ერთობლივ ორგანიზაციას - BRICS (Brazil, Russia, India, China, South Africa) განვითარების ბანკს და საგანგებო სარეზერვო ფონდს ქმნიან, რომლის კაპიტალის მოცულობაც $100 მილიარდი იქნება. 

საწესდებო კაპიტალი თანაბრად განაწილდება წევრ ქვეყნებს შორის და თითოეულის კონტრიბუცია $20 მილიარდი იქნება. 

BRICS განვითარების ბანკის სათავო ოფისი ჩინეთში, შანხაიში იქნება. ბანკს ინდოელი პრეზიდენტი ეყოლება. 

ბანკის ფორმირების შესახებ განცხადება ბრაზილიის პრეზიდენტმა 15 ივლისს გააკეთა, პუტინის სამხრეთამერიკული ტურნეს ფარგლებში.

BBC-ის თანახმად, ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ განვითარების ბანკმა კონკურენცია უნდა გაუწიოს მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რადგან ისინი ზედმტად დიდ გავლენას ფლობენ მსოფლიოს მასშტაბით. ერთ-ერთ მიზეზად ასევე დასახელდა არასაკმარისი ხმები (ხმის მიცემის უფლება) ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკისთვის მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდში გადაწყვეტილებების მიღებისას. 

ბანკის მთავარი მისია განვითარებადი ქვეყნებისთვის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სახსრების გამოყოფა იქნება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები