New York Times: ფედერალურმა მთავრობამ მარიხუანაზე აკრძალვა უნდა გააუქმოს

პიტ რაიანი / theispot.com

უკვე 40 წელია, რაც კონგრესმა მარიხუანის მოხმარება აკრძალა, რითიც დიდი ზიანი მოუტანა საზოგადოებას, რადგან აკრძალული სუბსტანცია ლეგალურ ალკოჰოლზე ბევრად უფრო უსაფრთხოა, - ნათქვამია New York Times-ის წერილში, რომელიც შაბათს, 26 ივლისს სარედაქციო საბჭომ გამოაქვეყნა.

ფედერალურმა მთავრობამ უნდა გააუქმოს აკრძალვა მარიხუანაზე - მოიხოვენ New Yok Times-ში. 

სარედაქციო საბჭო წერილში მიმოიხილავს იმ ხარჯებს, რომელთანაც ასოცირებულია მარიხუანის მოხმარების აკრძალვა. მხოლოდ 2012 წელს 658 000 ადამიანი დააკავეს იმის გამო, რომ მათ მარიხუანა ჰქონდათ, როდესაც კოკაინის მოხმარებისა და ფლობისათვის დაკავებულთა რიცხვი 256 000 იყო. გარდა ამისა, დაკავების პროპორციები სხვადასხვა რასის წარმომადგენელთა შორის ტენდენციურად ნაწილდება და შავკანიანთა რიცხვი თეთრკანიან დაკავებულთა რიცხვს აჭარბებს, - ნათქვამია რედაქციის წერილში. 

სარედაქციო საბჭოს ასევე მიაჩნია, რომ მარიხუანის გაყიდვებზე უნდა დაწესდეს ასაკობრივი ზღვარი და არ გაიყიდოს 21 წელზე ახალგაზრდა ინდივიდებზე, რადგან მოზარდთა ტვინის განვითარებაზე მარიხუანის მოხმარებამ შესაძლოა ცუდი გავლენა იქონიოს. 

ჩვენ გამოვაქვეყნებთ სხვადასხვა სტატიებს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებასთან ასოცირებულ კითხვებს მიმოიხილავს, - წერენ New York Times-ში. 

კომენტარები