აშშ-ის საგარეო პოლიტიკა

სენატორი კრუზი: ბატონო პუტინ, დააბრუნეთ ყირიმი!

0 კომენტარი
სენატორი ტედ კრუზი ფოტო: Reuters

ბატონო პუტინ, დააბრუნეთ ყირიმი! - მიმართა ვლადიმირ პუტინს სენატორმა ტედ კრუზმა ახალგაზრდა ამერიკელების ფონდის შეკრებაზე ვაშინგტონში. 

რატომ არის ასეთი რთული პრეზიდენტ ობამასთვის ამ სიტყვების გაჟღერება?! - კითხულობს კრუზი. 

Business Insider-ის თანახმად, სენატორი კრუზი, რომელიც 2016 წლის სავარაუდო პრეზიდენტობის კანდიდატია რესპუბლიკური პარტიის მხრიდან, ახალგაზრდა რესპუბლიკელებთან შეხვედრაზე ბრალს სდებდა მოქმედ პრეზიდენტს არასაკმარის მოტივაციაში, ყოფილიყო რეალური გამოწვევა ამერიკის შეერთებული შტატების გეოპოლიტიკური მტრებისათვის. 

კრუზს მიაჩნია, რომ უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის მიმდინარეობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა დაიკავოს უფრო გამოკვეთილი საგარეო კურსი. სენატორის აზრით, ობამას საგარეო პოლიტიკა საკმარისად თამამი არ არის. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები