ბადრი პატარკაციშვილი

გელბახიანი: ხელისუფლება პატარკაციშვილის მკვლელობას 2006 წლიდან გეგმავდა

reportiori.ge

ბადრი პატარკაციშვილის შტაბის ყოფილი უფროსის ვალერი გელბახიანის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლება ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციის ეთერში განაცხადა.

"2006 წლის ბოლოს ლონდონში ჩავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 ოპერატიული თანამშრომელი, რომელთაც დაადგინეს ბადრი პატარკაციშვილის გადაადგილების მარშრუტები. ამის შესახებ მიიღო ინფორმაცია ბატონმა ბადრიმ და შევიდა განაცხადი "სკოტლანდ იარდში", რომ ესენი იყვნენ ოფიციალურად სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომელთაც ჰქონდათ საქართველოს საელჩოს დიპლომატიური სტატუსი დროებით მინიჭებული და სინამდვილეში ემსახურებოდნენ ლიკვიდაციის გეგმას. როდესაც დადგინდა ეს მარშრუტები, ამის შემდეგ მოიძებნა ქილერი. ეს ინფორმაცია დღემდე უცხოა ქართული საგამოძიებო ორგანოებისთვის, თუმცა ცნობილია ინგლისის სამართალდამცველი ორგანოებისთვის", - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

მისი განცხადებით, სოდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა "ზღაპრებს ჰყვება" და პატარკაციშვილთან მისი საუბრის ჩანაწერი სინამდვილეში თავად პატარკაციშვილმა გააკეთა.

კომენტარები