სააკაშვილისა და მერაბიშვილის საქმე

სააკაშვილისა და მერაბიშვილის ადვოკატები: საქმეში პირდაპირი ჩვენება არ არის

0 კომენტარი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილის ახალ ბრალთან დაკავშირებული საქმის მასალები ადვოკატებს უკვე გადაეცათ. მათი თქმით, საქმეში მტკიცებულებები არ მოიპოვება და ის მხოლოდ ნინო ბურჯანაძისა და ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენებებს ეყრდნობა.

"ჩვენ მტკიცებულებები გადმოგვეცა და ბურჯანაძისა და ოქრუაშვილის ეს ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები, რომ ერთიერთზე შეხვედრისას მიშამ ეს მითხრა. ამგვარი ჩვენების მიცემა ნებისმიერ პირს შეუძლია, ვისაც კონტაქტი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან. ამგვარი ჩვენებების საფუძველზე საქმის წარმოება, დაუყოვნებლივ და ეჭვმიუტანლად აჩენს აღქმას, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. ირაკლი ოქრუაშვილი მიუთითებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მას უთხრა, რომ დავალება ვანო მერაბიშვილმა შეასრულა, ანუ პირდაპირი ჩვენება საქმეში არ არის და ბრალის დადგენილება საერთოდ არ უნდა გამოეტანათ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ოთარ კახიძემ.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებით კი, ექსპრემიერის წინააღმდეგ ჩვენება საქმეში საერთოდ არ არის.

"საქმის მასალებიდან, როგორც ჩვენ ვვარაუდობდით, საერთოდ არანაირი მტკიცებულება არ მოიპოვება, ერთადერთ ჩვენებასაც ვერ ნახავთ ივანე მერაბიშვილის წინააღმდეგ მიცემულს, აქ არის ვარაუდებზე დაყრდნობილი ჩვენებები, კერძოდ, ოქრუაშვილის და ბურჯანაძის. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მათი ვერსიები და ვარაუდები, შურისძიებისა და იმ მოტივებით გამოთქმული, რომლებიც ამ ორმა ადამიანმა თავად გააჟღერეს არაერთ სატელევიზიო ეთერში", - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

5 აგვისტოს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2005 წელს საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმასა და მისი ცემის ფაქტს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები