საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის მიხედვით, 08:20:05-ზე, 3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი, დმანისიდან ჩრდილო-დასავლეთით 9 კმ-ში იყო.
ტაბულა ცდილობს გაარკვიოს, მოჰყვა თუ არა ნგრევა ან მსხვერპლი მიწისძვრას. ჯერჯერობით მსგავსი ინფორმაცია არ არსებობს.