უკანასკნელ 24 საათში საქართველოში სამი მიწისძვრა მოხდა.
ბოლო, 3.3 მაგნიტუდის მიწისძვრა, კურორტ ბახმაროდან 5 კილომეტრში, თბილისის დროით 12:21-ზე მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.