2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი

მარგველაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღარასდროს განმეორდეს სისხლისღვრა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც მან 2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

"ბუნებრივია, ერთმანეთს ვაძლევთ პირობას, ერთმანეთს ვაძლევთ ფიცს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ აღარასდროს არ განმეორდეს სისხლისღვრა და ჩვენ, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი დავიცვათ მშვიდობით და იმ ბრძოლით, რომელსაც ყოველდღე ვაწარმოებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დასაცავად", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები