არჩევნები თურქეთში

თურქეთში პრეზიდენტს ირჩევენ

0 კომენტარი
თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი

დღეს, 10 აგვისტოს, თურქეთის მოქალაქეები პირველად პირდაპირი წესით ირჩევენ ქვეყნის პრეზიდენტს. საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით დილის 8 საათიდან გაიხსნა. პრეზიდენტობისთვის 3 ძირითადი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის მოქმედი პრემიერმინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანიცაა.

60 წლის ერდოღანი ამბობს, რომ თუ ის არჩევნებში გაიმარჯვებს  აქამდე უფრო ცერემონიულ პრეზიდენტის თანამდებობას აღმასრულებელი ხელისუფლებისკენ შემოატრიალებს. 

ერდოღანი თურქეთის პრემიერია 2003 წლიდან. წლების განმავლობაში მას მხარს უჭერდნენ ეკონომიკური რეფორმისთვის, თუმცა მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევდა აგრესიული სტილითა და ისლამისტური განცხადებებით. კანონის მიხედვით, თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს 50%-იან ბარერს, მეორე ტური უნდა გაიმართოს. 

ერაყში, სირიასა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტების ფონზე, არჩევნებს თურქეთში დასავლური სამყაროსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნინი გოგიჩაიშვილი

კომენტარები