არჩევნები თურქეთში

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანი იმარჯვებს

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

თურქეთის საინფორმაციო სააგენტოების განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის პრემიერი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი იმარჯვებს. ამ დროისთვის ხმების, 43%-ია დათვლილი და ერდოღანი 56%-ით ლიდერობს.
მეორე ადგილზეა დიპლომატი ექმელედინ ისანოღლუ, რომელმაც ამ დროის მონაცემებით 35% დააგროვა, როდესაც სელათინ დემირიტასმა სახალხო დემოკრატიული პარტიიდან დათვლილი ხმების მხოლოდ 8% აიღო.

თურქეთში საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით დილის 8 საათიდან გაიხსნა და ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაიხურა. მოქალაქეებმა პირველად ქვეყნის ისტორიაში პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიეს. არჩევნებში 53 მილიონი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

60 წლის ერდოღანი ამბობს, რომ თუ ის არჩევნებში გაიმარჯვებს, აქამდე უფრო ცერემონიული ხასიათის პრეზიდენტის თანამბდებობას აღმასრულებელი ხელისუფლებისკენ შემოატრიალებს. ოპონენტები კი აღნიშნავენ, რომ ერდოღანის გამარჯვებით ქვეყანაში ავტოკრატია დამყარდება.

თუ ვერცერთი კანდიდატი 50%-ზე მეტ ხმას ვერ დააგროვებს, არჩევნების მეორე ტური 24 აგვისტოს გაიმართება.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მიშა მშვილდაძე

კომენტარები