უკრაინის კრიზისი

რუსეთი უკრაინაში "ჰუმანიტარულ კოლონას" გზავნის

0 კომენტარი
ვლადიმირ პუტინი ფოტო: Time

კრემლის ოფიციალური საიტის ცნობით, პუტინი უკრაინაში „ჰუმანიტარულ დახმარებას" გზავნის. ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟოზე მანუელ ბაროზოსთან სატელეფონო საუბრისას, პუტინმა „ყურადღება გაამახვილა კიევის ხელისუფლების მიერ სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის კატასტროფულ შედეგებსა და კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის აუცილებლობაზე".

კრემლისვე ცნობით, საუბრის დროს აღინიშნა, რომ რუსული მხარე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად უკრაინაში ჰუმანიტარულ კოლონას გზავნის.

პარასკევს, 8 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალერი ჩალიმ განაცხადა, რომ „ზუსტად რამდენიმე საათის წინ იგეგმებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალიან სერიოზული პროვოკაცია, რომელსაც უკვე დღეს ღამით შეეძლო მივეყვანეთ სრულიად გაუმართლებელ მოვლენებამდე და საფრთხის ესკალაციამდე".

მისი თქმით, „უკრაინის საზღვრებისკენ მოძრაობდა უზარმაზარი კოლონა, რომელსაც მოაცილებდა რუსეთის ფედერაციის სამხედრო ტექნიკა, თითქოსდა შეთანხმებული წითელი ჯვრის კომიტეტთან. უნდა შემოსულიყო ჰუმანიტარული კოლონა მშვიდობისმყოფელებით, ცხადია იმისთვის, რომ გამოეწვიათ სრულმასშტაბიანი კონფლიქტი".

უკრაინაში რუსული "ჰუმანიტარული" დახმარების შესვლაზე განცხადება გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანცლერმა, ანგელა მერკელმაც გააკეთა. მისი თქმით, ნებისმიერი "ჰუმანიტარული" შეჭრა უკრაინაში, დარჩება შეჭრად.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები