ქონებრივი დეკლარაცია

ჯაფარიძე დეპუტატებზე: მილიარდერის პარტიას შემოსავლის ნახევარი შესწირეს

ZURAB JAPARIDZE/FACEBOOK.COM

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე facebook-ის პირად გვერდზე, ფრაქცია ქართული ოცნების ოთხი დეპუტატის შემოსავლისა და მათ მიერ ქართული ოცნებისთვის შეწირული თანხის შედარებას აქვეყნებს. 

"ბიძინა გუჯაბიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორები" - ფრაქციის წევრი

2013 წლის 25 დეკემბერს შევსებული დეკლარაციით:
2012 წლის განმავლობაში სულ მიღებული აქვს შემოსავალი 15,316 ლარი
სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა, ფასიანი ქაღალდები არ აქვს
2013 წელს, როგორც პარლამენტარი, მიიღებდა დაახლოებით 40–45,000 ლარს ხელფასის სახით
2014 წლის 6 მაისს, ქართულ ოცნებას შესწირა 30,000 ლარი
ანუ, ჯამში 2012–2013 წლებში რა შემოსავალიც შეიძლება მიეღო, იმის ნახევარი

პაატა კვიჟინაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორები" - ფრაქციის წევრი

2013 წლის 26 ნოემბერს შევსებული დეკლარაციით:
2012 წლის განმავლობაში სულ მიღებული აქვს შემოსავალი 15,316 ლარი
სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა, ფასიანი ქაღალდები არ აქვს
2013 წელს, როგორც პარლამენტარი, მიიღებდა დაახლოებით 40–45,000 ლარს ხელფასის სახით
2014 წლის 6 მაისს, ქართულ ოცნებას შესწირა 30,000 ლარი
ანუ, ჯამში 2012–2013 წლებში რა შემოსავალიც შეიძლება მიეღო, იმის ნახევარი

ზვიად ძიძიგური, საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორები" - ფრაქციის წევრი. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ჰყავს 5 შვილი

2013 წლის 25 დეკემბერს შევსებული დეკლარაციით:
2012 წლის განმავლობაში სულ მიღებული აქვს შემოსავალი 20,334 ლარი
სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა, ფასიანი ქაღალდები არ აქვს
2013 წელს, როგორც პარლამენტარი, მიიღებდა დაახლოებით 45–50,000 ლარს ხელფასის სახით
2014 წლის 7 მაისს, ქართულ ოცნებას შესწირა 30,000 ლარი
ანუ, ჯამში 2012–2013 წლებში რა შემოსავალიც შეიძლება მიეღო, იმის დაახლოებით 40%

გიგა ბუკია, საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორები" - ფრაქციის თავმჯდომარე

2013 წლის 25 დეკემბერს შევსებული დეკლარაციით:
2012 წლის განმავლობაში სულ მიღებული აქვს შემოსავალი 15,997 ლარი
სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა, ფასიანი ქაღალდები არ აქვს
აქვს 5 წლიანი სესხი, 50,000 აშშ დოლარი, 2015 წლამდე
2013 წელს, როგორც პარლამენტარი, მიიღებდა დაახლოებით 40–45,000 ლარს ხელფასის სახით
2014 წლის 8 მაისს, ქართულ ოცნებას შესწირა 30,000 ლარი
ანუ, ჯამში 2012–2013 წლებში რა შემოსავალიც შეიძლება მიეღო, იმის ნახევარი

მხოლოდ ქართული ოცნების იდეის ერთგულება თუ უბიძგებს ქართველ კონსერვატორს, შესწიროს მილიარდერის პარტიას ორწლიანი შემოსავლის ნახევარი", - წერს ჯაფარიძე.

 

კომენტარები