კაზანტიპის ფესტივალთან დაკავშირებით, ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. დეკანოზ მალხაზ ჭანტურიას თქმით, ქვეყანა განსაცდელშია.
"დღეს მოვილოცავთ ღვთისმშობლის ტაძარში, რომელსაც სინოდის წევრები დაესწრებიან, ქვეყანა განსაცდელშია და ამიტომ გახდა საჭირო დადიანების სასახლიდან ღვთისმშობლის ხელთუქმნელი კვართის გამობრძანება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ამ სოდომ-გომორში, რომელსაც კაზანტიპი ჰქვია, ქართველებმა არ მიიღონ მონაწილეობა", - აცხადებს ჭანტურია.
12:00 საათზე ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში ქადაგება დაიწყება, 15:00 საათზე კი, ღვთისმშობლის კვართს ანაკლიის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში გადაიტანენ. ჯერჯერობით, უცნობია, გაიმართება თუ არა სასულიერო პირების საპროტესტო აქცია კაზანტიპის წინააღმდეგ.