კრიზისი უკრაინაში

უკრაინული წყაროების ცნობით, ქვეყანაში რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილები შევიდა

პრორუსი სეპარატისტი დონეცკში
REUTERS

რუსული სამხედრო კოლონების უკრაინაში შესვლა გრძელდება. ღამით რუსული არტილერიის კოლონა საზღვარზე პოლონელმა ჟურნალისტებმა დააფიქსირეს. უკრაინული წყაროების ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილები შევიდა, რომლებიც მძიმე შეიარაღებას, კერძოდ, ურაგანის ტიპის ზალპური ცეცხლის დანადგარებს იყენებენ. კვლავ დაიბომბა ქალაქი დონეცკი და სხვა დასახლებული პუნქტები.

უკრაინის უშიშროების საბჭოს ცნობთ, სამთავრობო ძალებმა ქალაქ ლუგანსკის ერთ-ერთი რაიონი გაათავისუფლეს, ბრძოლები ქალაქის ცენტრში მიმდინარეობს. დაძაბული ბრძოლებია ქალაქ ილივაისკში, რომლის დიდი ნაწილი გასულ ღამეს სამთავრობო ძალებმა გაათავისუფლეს.

კიევში აცხადებენ, რომ ლუგანსკთან, ტერორისტების მიერ ლტოლვილთა კოლონის დაბომბვის ადგილას 15 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს. კოლონის დაბომბვა გაეროს გენერალურმა მდივანმა დაგმო. ბან კი მუნმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა და პოლიტიკური გადაწყვეტილების პოვნა აუცილებელია.

კომენტარები