NDI-ის კვლევა

NDI: 81%-სთვის მნიშვნელოვანია რელიგიური მრწამსი ყოველდღიური გადაწყვეტილებისას

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 26%-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი რელიგიური მრწამსი ყოველდღიური გადაწყვეტილების მიღებაში, ხოლო 55%-სთვის - მნიშვნელოვანი.

ამასთან, განსაკუთრებული ღონისძიებების გარდა (ქორწილი და გასვენება), გამოკითხულთა 15% ესწრება რელიგიურ მსახურებას კვირაში ერთხელ ან მეტჯერ. კვლევაში მონაწილეთა 17% - თვეში ერთხელ მაინც, 25% - მხოლოდ განსაკუთრებულ რელიგიურ დღესასწაულებზე, 29% - უფრო იშვიათად, ხოლო 12% - არასოდეს.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 2014 წლის 23 ივლისი-7 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულია 3338 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარია +-2.9%.

კომენტარები