საქართველოს პატრიარქი

ილია II: საქართველო გადარჩება და იქნება ჭეშმარიტების მქადაგებელი

საქართველოს პატრიარქის თქმით, "საქართველო არა მარტო გადარჩება, არამედ იქნება სიკეთისა და ჭეშმარიტების მქადაგებელი". ამის შესახებ ილია მეორემ დღეს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა მრევლს და სრულიად საქართველოს მარიამობის დღესასწაული მიულოცა. 

"ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა განსაკუთრებით მფარველობს საქართველოს და ამას ჩვენ ვხედავთ ჩვენი წარსულით. რამდენი სისხლი და ცრემლი უნახავს სიონის საკათედრო ტაძარს და რამდენი ბედნიერი დღეები", - აღნიშნა ილია მეორემ. 

"რწმენა გვაძლიერებს ჩვენ. ჩვენ არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს. მსოფლიოს განსაცდელები ექნება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გადააფარებს კალთას და საქართველო გაბრწყინდება. არა მარტო გადარჩება, მქადაგებელი იქნება სიკეთისა და ჭეშმარიტების", - თქვა პატრიარქმა ქადაგებისას. 

კომენტარები