ომი უკრაინაში

ფანჯიკიძე: საგანგაშოა, რომ უკრაინის პრეზიდენტი რჩება კიევში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, "საგანგაშო ამბები მოგვდის უკრაინიდან. მე ვიზიარებ ჩემი კოლეგების შეშფოთებას". ფანჯიკიძე უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას რუმუნეთიდან გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევხვდით ჩვენს უკრაინელ კოლეგას, რომ განგვეხილა მასთან მიმდინარე მოვლენები - უკრაინაში არსებული სიტუაცია უსაფრთხოებისა და პოლიტიკური თვალსაზრისით".

"ძალიან შეშფოთებული ვართ უკანასკნელი მოვლენებით. მართლაც შემაშფოთებელია, რომ უკრაინის პრეზიდენტი რჩება კიევში, როგორც ახალი ამბებიდან გავიგე და ის არ მიდის თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. ეს საგანგაშო ამბავია, მე მეტი არაფერი ვიცი, მაგრამ, ვიმედოვნებ, რომ გამოსავალი ნაპოვნი იქნება ამ ძალიან, ძალიან ცუდ კრიზისში, რომელიც გავლენას ახდენს როგორ უკრაინაზე, ასევე რეგიონზე. კიდევ ერთხელ ვუცხადებ მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს და სახელმწიფოს ჩემი ქვეყნისა და ხალხის სახელით", - განაცხადა ფანჯიკიძემ რუმინეთში და აღნიშნა, რომ გმობს "სამხედრო აგრესიას და ყირიმის ანექსიას". მისივე თქმით, საქართველო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების რეგულარული ნაწილები შეიჭრნენ. კიევი დახმარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს. უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, პეტრო პოროშენკომ თურქეთში ვიზიტი გააუქმა.

კომენტარები