ომი უკრაინაში

პოროშენკო და პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

www.telegraph.co.uk

უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტები სატელეფონო საუბრისას უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება.

„საუბრის შედეგი გახდა შეთანხმება დონბასში ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის შესახებ. მიღწეულია ურთიერთგაგება იმ ნაბიჯების თაობაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარებას", - აღნიშნულია პრესსამსახურის ცნობაში.

ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებთ, სატელეფონო საუბრისას პუტინმა და პოროშენკომ „გაცვალეს მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში სისხლისღვრის სასწრაფოდ შესაჩერებლად".

პესკოვის ინფორმაციით, ორი ქვეყენის პრეზიდენტების მოსაზრებები კრიზისიდან გამოსვლის გზების თაობაზე „დიდწილად ერთმანეთს ემთხვევა".

კომენტარები