ერაყის კრიზისი

აშშ ერაყში დამატებით სამხედრო ძალას გაგზავნის

აშშ-ს საელჩო ბაღდადში
reuters

პრეზიდენტმა ობამამ სამშაბათს, 2 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ დამატებით სამხედროებს გაგზავნის ერაყში აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლების დასაცავად.

თეთრი სახლის პრესრელიზის მიხედვით, ეს არ იქნება საბრძოლო შემადგენლობა. ის დააკმაყოფილებს სახელმწიფო დეპარტამენტის დამატებითი უსაფრთხოების მოთხოვნებს, რადგან ქვეყანა ებრძვის ტერორისტულ ორგანიზაციას „ისლამურ სახელმწიფოს ერაყსა და ლევანტში" - ISIS.

დამატებით შემადგენლობას შეეძლება, უზრუნველყოს ძლიერი უსაფრთხოების ზომები და ადრე განთავსებულ სამხედრო პერსონალს ქვეყნის დატოვების საშუალება მისცეს. 

პენტაგონის პრესმდივანი ადმირალი ჯონ კირბი იუწყება, რომ ბაღდადში 405 სამხედრო გაემგზავრება, რაც საშუალებას მისცემს 55 სამხედროს, რომელიც ერაყში ივნისიდან იმყოფება, ქვეყანა დატოვოს.

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ აშშ განაგრძობს ერაყის მთავრობის მხარდაჭერას ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ერაყს, არამედ მთელ ახლო აღმოსავლეთს და აშშ-ის პერსონალსა და ინტერესებს რეგიონში.

კომენტარები