კრიმინალის ზრდა

მოქალაქე: განცხადება კრიმინალის ზრდაზე ივანიშვილს არ გაუკეთებია

0 კომენტარი
ბიძინა ივანიშვილი ფოტო: Артема Голощапова / Forbes

არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე", რომელიც ბიძინა ივანიშვილმა პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ დააარსა, აცხადებს, რომ ივანიშვილს კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებით, დღეს, პარასკევს, 5 სექტემბერს, არავითარი განცხადება არ გაუვრცელებია. 

"გვინდა, გამოვეხმაუროთ ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებულ განცხადებას, სადაც საუბარია საქართველოში არსებულ კრიმინოგენურ სიტუაციასა და სამართალდამცავ სტრუქტურაში არსებულ მდგომარეობაზე. ცალსახად ვაცხადებთ, რომ მსგავსი განცხადება ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია და საქმე გვაქვს პროვოკაციულ ქმედებასთან, რომლის მიზანიც საზოგადოების დეზინფორმირებაა.

ვთხოვთ მედიასაშუალებებს, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ბიძინა ივანიშვილის სახელით მოწოდებული განცხადებების სიზუსტე გადაამოწმონ არასამთავრობო ორგანიზაციაში "მოქალაქე", - აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები