შს სამინისტრო

სესიაშვილი შს სამინისტროს ორად გაყოფას არ გამორიცხავს

ირაკლი სესიაშვილი
primetimenews.ge

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დღის წესრიგში შს სამინისტროს ორად გაყოფას, უშიშროების სამსახურებისა და პოლიციის განცალკევებას, არ გამორიცხავს.

"ჩვენ მემკვიდრეობით ძალიან რთული სისტემა ჩაგვბარდა. მით უმეტეს, ეს იყო პოლიტიზებული და ერთ სამინისტროში თავმოყრილი იყო მთელი რიგი მიმართულებებით არსებული ფუნქციები და ვალდებულებები. ამიტომ თავისთავად ცხადია, ბუნებრივად, მომავალში ალბათ დადგება ამის საკითხი. თუმცა, რა სახით, რა ფორმით, ამაზე უნდა იმსჯელოს მთავრობამ, პარლამენტმა, სამოქალაქო საზოგადოებამ და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია, მივიღოთ გადაწყვეტილება, რა ფორმით ან, საერთოდ, კი თუ არა", - თქვა სესიაშვილმა.

კომენტარები