ენმ-ის შეხვედრები აშშ-ში

ენმ-ის წევრები აშშ-ში შეხვედრებს მართავენ

უკრაინის რეალურად არმხარდაჭერა საქართველოს ინტერესებს რეალურად აზიანებს, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ აშშ-ში IRI-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

”უკეთეს შემთხვევაში, იმ აბსოლუტურად უგუნურ პოლიტიკას, რომელსაც აწარმოებს ივანიშვილის გუნდი უკრაინის რეალურად არმხარდაჭერის თვალსაზრისით და საქართველოს დისტანცირებით ამ პრობლემისგან, რა თქმა უნდა, ამას ყველა ამჩნევს და ჩვენ ეს აქ გამართულმა შეხვედრებმა უკვე გვაჩვენა, რომ ზიანი ამ საქციელის შედეგად რეალურია საქართველოს ინტერესებისთვის”, - განაცხადა ბოკერიამ.  

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან. ისინი კონგრესის ორივე პალატის წევრებს შეხვდებიან. ნაციონალური მოძრაობის წევრები არასამთავრობო ორგანიზაცია IRI-ის წარმომადგენლებს უკვე შეხვდნენ, მათ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

კომენტარები