დასავლური სანქციების გამკაცრების შემდეგ რუსული რუბლი დაცემას განაგრძობს.
დღეს რუსეთის ეროვნულმა ვალუტამ მორიგი რეკორდი მოხსნა - მისმა კურსმა დოლართან მიმართებით 38 რუბლს გადააჭარბა, ევროს კურსმა კი, თითქმის 50 რუბლს მიაღწია.
რუსულ ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას ნავთობის საერთაშორისო ფასების შემცირებაც ახდენს, რომელიც 100 დოლარზე დაბლა ჩამოვიდა.