წარმოება

აგვისტოში თამბაქოს წარმოება წინა წელთან შედარებით 10%-ით არის გაძვირებული

მიკაელა რელე / REUTERS

2013 წელთან შედარებით მრეწველობაში წარმოების ფასები 5.2%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით მაღალი ზრდა მსუბუქ მრეწველობაში თამბაქოს წარმოების 10%-იანი გაძვირებით დაფიქსირდა.

სამრეწველო სექტორების მიხედვით ყველაზე დიდი ზრდა შეინიშნება ავეჯის, საიუველირო ნაკეთობათა და სხვა სახის სამრეწველო წარმოებაში, რომლის ფასებიც წინა წელთან შედარებით 32%-ით არის გაზრდილი. საქსტატზე დაყრდნობით, ზრდა ნედლეულზე ფასების მატებას უკავშირდება. 

საქსტატის ცნობით 2014 წლის აგვისტოში 2014 წლის ივლისთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0.3%-ით შემცირდა. მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ შედეგს 3.8%-ით აღემატება.

დამამუშავებელ მრეწველობაში აგვისტოს თვეში ივლისთან შედარებით ფასები შემცირდა 0.3%-ით, რაც მეტალურგიული პროდუქტების ფასების 2.7%-ით შემცირებამ გამოიწვია. ხოლო მსუბუქი მრეწველობის სექტორში ფასები ივლისთან შედარებით  0.4%-ით გაიზარდა, ასევეა გაზრდილი ფასები თამბაქოსა და საკვები მრეწველობის სექტორებში.

ზოგიერთ სექტორში წინა წელთან შედარებით ფასების შემცირებაც დაფიქსირდა 10.7%-ით ფასები შემცირებულია ცელულოზა ქაღალდის წარმოებაში.წინა წელთან შედარებით ფასები 1.7%-ით  შემცირებულია ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილების სექტორში. 

კომენტარები