გაეროს გენერალური ასამბლეა

პრემიერი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მონაწილეობისთვის აშშ-ში გაემგზავრა

ტაბულა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ღარიბაშვილი 26 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. მანამდე კი, იგეგმება სიტყვით გამოსვლა გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე. გარდა ამისა, ღარიბაშვილი დაესწრება თურქეთის პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებას. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური მეუღლესთან ერთად მიწვეულია პრეზიდენტ კლინტონისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებაზეც.

23 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ლატვიის პრეზიდენტ ანდრის ბერჟინსს, ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, ასევე სიტყვით გამოვა კლიმატის სამიტზე, დაესწრება კლინტონის გლობალური ინიციატივის პლენარულ სესიას და ქართული ფილმების პირველ რეტროსპექტიულ ჩვენებას გახსნის. დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად მიწვეულია აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მიშელ ობამას მიღებაზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის მონაწილე დელეგაციების მეთაურებისა და მათი მეუღლეების პატივსაცემად იმართება.

24 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის გახსნასთან დაკავშირებით გენერალური მდივნის მიერ გამართულ მიღებას და სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრება.

კომენტარები