აღმოსავლეთ უკრაინა

დონბასში უსაფრთხოების ზონა 5 სექტორად გაიყოფა

en.ria.ru

აღმოსავლეთ უკრაინაში უსაფრთხოების ზონა 5 სექტორად გაიყოფა, რომლებსაც ეუთოს 350-მდე წარმომადგენელი დააკვირდება. ამის შესახებ ინფორმაცია ეუთოში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა ანდრეი კელინმა გაავრცელა. კელინის განმარტებით, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში 90-100 დამკვირვებელი იმუშავებს, ხოლო კრამატორსკში, მარიუპოლსა და ანტრაციტში - 50-50.

უსაფრთხოების ზონის პარამეტრებზე მხარეები 19 სექტემბერს მინსკში გამართულ საკონტაქტო ჯგუფის სხდომაზე შეთანხმდნენ. სხდომაში უკრაინა, ეუთო, რუსეთი, დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები მონაწილეობდნენ. 

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მონიტორინგის მიზნით, გერმანია უკრაინაში უპილოტო თვითმფრინავებს გაგზავნის. გერმანელი სამხედროები ფრანგ სპეციალისტებთან კონსულტაციებს გაივლიან. უპილოტო თვითმფრინავების ექსპერტების გარდა, პროექტში მონაწილეობას ლოგისტიკის, ტექნიკური და სამედიცინო პერსონალიც მიიღებს.

კომენტარები