აღმოსავლეთ უკრაინა

მოსკოვი ითხოვს უკრაინაში დაკავებული რუსი ჟურნალისტების გათავისუფლებას

images.unian.net/

სლავიანსკში, ორი რუსი, ტელეკომპანია "ზვეზდას" ჟურნალისტი დააკავეს. უკრაინის ნაციონალური გვარდიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ჟურნალისტები ეჭვმიტანილნი არიან საიდუმლო ინფორმაციის შეგროვებაში. ჟურნალისტებს ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" მიერ დამტკიცებული დოკუმენტები აღმოაჩნდათ. ამასთანავე, 6 ივნისს ზაკარპატიეს ოლქში რუსეთის "პირველი არხის" ჟურნალისტები დააკავეს, რომლებიც თავს ფინელ ჟურნალისტებად ასაღებდნენ. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოფიციალური კიევისგან დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლებას ითხოვს. 

"მოვითხოვ კიევის მხრიდან, მიიღოს სასწრაფოდ ზომები და უპირობოდ გაათავისუფლონ დაკავებული რუსეთის მოქალაქეები, იხელმძღვანელონ დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებით, რის შესახებაც დღეს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავის საინაუგურაციო სიტყვაში განაცხადა", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

 აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია კვლავ დაძაბულია. 6 ივნისს დონეცკის ოლქში სლავიანსკთან ახლოს, პრო-რუსულმა სეპარატისტებმა ვერტმფრენი ჩამოაგდეს, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდა. 

 

კომენტარები