გაეროს გენერალური ასამბლეა

ალასანია: გვეამაყება, რომ პრემიერმა ასამბლეას გამორჩეული სიტყვით მიმართა

Georgia's Defence Minister Irakli Alasania speaks to the media at the military base in Mukhrovani outside Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გაეროს გენერალურ ასაბლეაზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა. მისივე შეფასებით, პრემიერმა საქართველოსთვის ყველა აქტუალურ და ღირებულ საკითხზე ისაუბრა. 

"პრემიერის გენერალურ ასამბლეაზე ვიზიტი თავისთავად არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმდინარე პოლიტიკური მოვლენა. ყველას ძალიან გვეამაყება, რომ პრემიერმა გამორჩეული სიტყვით მიმართა ასამბლეას. ჩვენთვის ყველა აქტუალური და ღირებული საკითხი იყო წამოწეული. დარწმუნებული ვარ, ის შეთავაზება, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა მომავალში ჩვენი ქვეყნის მიღწევების დაგეგმვასთან დაკავშირებით იქნება ზედმიწევნით სწორად შესრულებული" - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. 


კომენტარები