სფფ-ს დახმარება კლუბებს

სფფ: კლუბებს ფინანსურად ფედერაცია დაეხმარება

29 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

"რადგან მიღებული დაპირებების შესრულებაზე კლუბებს უარი ეთქვათ და ზოგადი ფინანსური მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა, ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, მოიძიოს საჭირო სახსრები და ამ წლის 31 დეკემბრამდე კლუბებს თავად გაუწიოს ფინანსური დახმარება," - ნათქვამია სფფ-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა, განაცხადა, რომ სამინისტროსგან კლუბები ფინანსურ დახმარებას არ მიიღებენ. აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფოსა და ფეხბურთის ფედერაციის საერთო მუშაობით შეიქმნებოდა პროექტი და კლუბები გარკვეულ ფინანსურ დახმარებას მიიღებდნენ.

სფფ-ში არ აკონკრეტებენ, თუ კონკრეტულად რა თანხას მიიღებენ კლუბები, თუმცა ამასთანავე აცხადებენ, რომ 2015 წელს გუნდებს კვლავ დაეხმარებიან.

კომენტარები