ტრანსპორტი

Wizz Air კვირაში ორჯერ ქუთაისიდან ბუდაპეშტის მიმართულებით იფრენს

WizzAir

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან ბუდაპეშტის მიმართულებით კვირაში ორ რეისს შეასრულებს. ფრენა ბუდაპეშტის მიმართულებით ოთხშაბათსა და კვირას განხორციელდება. 

ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით 30-დან 90 ევრომდე მერყეობს. საქართველოდან წასულ მგზავრს მოგზაურობა ორივე მიმართულებით საშუალოდ 90-100 ევრო დაუჯდება. 

პირველი ავიარეისი Wizz Air-ის ხომალდმა 30 სექტემბერს შეასრულა. 

Wizz Air პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისების შესრულება 2012 წელს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გახსნის დღეს დაიწყო. პირველი ავიარეისი Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიევის მიმართულებით შეასრულა, რასაც მოჰყვა ვარშავა, კატოვიცე, ლვოვი, ხარკოვი, დონეცკი, ვილნიუსი, მოსკოვი, თელავივი სხვადასხვა ავიაკომპანიების შესრულებით.

კომენტარები