აგრარული უნივერსიტეტის საჩივარი

კახა ბენდუქიძის ფონდმა ეკონომიკის სამინისტროს სასამართლო დავა მოუგო

0 კომენტარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ კახა ბენდუქიძის ფონდის ინვესტიციების შესახებ სარჩელი ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ სრულად დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ეკონომიკის სამინისტროს დაევალა აღიაროს კახა ბენდუქიძის მიერ შექმნილი ცოდნის ფონდის მხრიდან საინვესტიციო ვალდებულების პირნათლად შესრულება და სრულად აანაზღაუროს ამ დროს განმავლობაში უნივერსიტეტისთვის მიყენებული ზარალი.

ბენდუქიძის დაფუძნებულმა ცოდნის ფონდმა 9 მილიონ ლარად და 8 მილიონი ლარის ინვესტიციების ვალდებულებებით ქონება შეიძინა, სადაც ამჟამად აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტებია განთავსებული. ფონდმა 2 წლის განმავლობაში უნივერსიტეტებში მრავალმილიონიანი ინვესტიცია ჩადო და საინვესტიციო ვალდებულებები გადაჭარბებით შეასრულა. ამ ყველაფერს აუდიტის სამი სხვადასხვა კომპანია(მათ შორის ორი საერთაშორისო ორგანიზაცია) ადასტურებს.

სარჩელი სამინისტროსგან ბენდუქიძის მიერ ჩადებული ინვესტიციის აღიარებასა და ხელშეკრულების პირობების შესრულების დადასტურებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ აგრარული უნივერსიტეტს მთავრობა პოლიტიკურ შეტევებში არაერთხელ დაუდანაშაულებია.

მიმდინარე წლის მარტში პროკურატურამ დაკითხვა უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძე და რექტორი ლაშა გოცირიძე დაიბარა. გარდა ამისა, 2013 წლის მარტში, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმდა, რასაც სტუდენტებისა და საზოგადოების საპროტესტო აქციები მოჰყვა. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია 2013 წლის, 26 მარტს აღუდგინეს. საბჭომ უნივერსიტეტის მოთხოვნა გაითვალისწინა და აკრედიტაცია წყვეტის გარეშე, 25-ივე პროგრამაზე აღადგინა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მაჭავარიანი: ხორბლის ტრანსპორტირების აკრძალვას ერთი წლით გადავავადებთ

კომენტარები