ISIS

თურქეთმა აშშ-ს მის ტერიტორიაზე არსებული ბაზების გამოყენების ნება დართო

Getty Images

თურქეთმა ოფიციალურად ნება დართო ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისლამურ სახელმწიფოსთან(ISIS) საბრძოლველად, მის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო-საჰაერო ბაზები გამოიყენოს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მრჩეველმა სუზან რაისმა განაცხადა.

თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ კობანეს მიდამოებში ბრძოლები გრძელდება, სადაც ისლამისტები საზღვარზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ. თურქეთს საზღვართან სამხედრო ძალები ჰყავს მობილიზებული, თუმცა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ დამოუკიდებელი სამხედრო ოპერაციისგან თავს იკავებს.

კომენტარები