ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპი

საქართველოს ნაკრები გიბრალტართან შესახვედრად დებიუტანტთან ერთად ემზადება

facebook.com/georgianfootballfederation
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები შოტლანდიასთან მარცხის შემდეგ პორტუგალიაში გაემგზავრა, სადაც ჩვენი ჯგუფისა და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ - გიბრალტარის ნაკრებს შეხვდება.
 
ქეცბაიას გუნდმა ევრო 2016-ის შესარჩევში აქამდე ორი ნათამაშები მატჩიდან ორივე წააგო. რაც შეეხება გიბრალტარს, შესარჩევის დებიუტანტმა ჯერ პოლონეთთან, შემდეგ კი ირლანდიასთან გამართული შეხვედრები ერთი და იმავე ანგარიშით - 7:0 დათმო.
 
სფფ-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებმა ფარუში უკვე ივარჯიშა. გუნდთან ერთადაა 19 წლის დებიუტანტი, რიგის სკონტოს მცველი ლაშა დვალი. გუნდს წინა შეხვედრებში მიღებული ყვითელი ბარათების გამო ვერ დაეხმარება მურთაზ დაუშვილი.
 
მატჩი საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებებს შორის 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება. შეხვედრას ავსტრიელი მსაჯები მოემსახურებიან.
 

კომენტარები