განათლების სისტემა

მასწავლებელი: შიდა სასკოლო სივრცეში ცენზურაა, დაბლოკილია ლიბერალის ვებგვერდი

განათლების სამინისტრო
news.edu.aris.ge

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელის დავით ფერაძის ინფორმაციით, სკოლებში ის საინფორმაციო პორტალები იბლოკება, რომლებზეც განათლების სისტემის მიმართ კრიტიკული მასალები ქვეყნდება. მისივე თქმით, დაბლოკილია ლიბერალის ვებგვერდის განათლების საკითხების განყოფილება, Aris.ge-ს საგანმანათლებლო ნაწილი, ასევე ივერიონი, სადაც დავით ფერაძის ორი მიმართვა გამოქვეყნდა.

"შიდა სასკოლო სივრცეში ცენზურაა. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ კონტროლირებად სკოლებში ის ვებგვერდებია დაბლოკილი, რომლებზეც კრიტიკული მასალები ქვეყნდება. მათ შორის არის ლიბერალის ის ნაწილიც, რომელიც განათლებას ეხება", - განმარტა ცენტრის ხელმძღვანელმა.

მისივე შეფასებით, განათლების სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდა დადებითი მოვლენაა, თუმცა არასწორია, რომ პედაგოგობის ჩამორთმევის უფლება სამინისტროს ჰქონდეს. 

საინფორმაციო პორტალების დაბლოკვის შესახებ ინფორმაციას განათლების მინისტრი თამარ სანიკიძეც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, სკოლებში მხოლოდ უხამსი თემატიკის ვებგვერდებია აკრძალული.

კომენტარები