კრიმინალი

შსს: ილიას უნივერსიტეტში ყოფილმა ქმარმა ცოლი მოკლა და შემდეგ, თავი მოიკლა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ყოფილმა ქმარმა ცოლი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. შემთხვევა ილიაუნის C კორპუსში მოხდა. გარდაცვლილი ქალი უნივერსიტეტის ლექტორი იყო. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილ ცოლს უნივერსიტეტში მიაკითხა, ლექციიდან გამოიყვანა და დერეფანში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

როგორც ტაბულას შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

კომენტარები