დავით უსუფაშვილის სტატია

ხადური: agenda.ge საბიუჯეტო ორგანიზაცია არ არის

0 კომენტარი
Agenda.ge დომეინი სახელმწიფო კანცელარიის ანგარიშზე რეგისტრირდება ფოტო: Screenshot: Registration.ge

სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა New York Times-ში გადარიცხული არ ყოფილა ხაზინის მეშვეობით, Agenda.ge არ არის საბიუჯეტო ორგანიზაცია, - ასე პასუხობს ფინანსთა მინისტრი ხადური ტაბულას კითხვას agenda.ge-სთან დაკავშირებით. ხადური ირწმუნება, რომ Agenda.ge საბიუჯეტო ორგანიზაცია არ არის. ფინანსთა მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ ბიუჯეტში ლობისტებისთვის თანხები არ არის გათვალისწინებული.

"სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი თანხები ლობისტებისთვის არ არის გათვალისწინებული, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში საკონსულტაციო მომსახურებისთვის ხდება თანხების გადახდა. კონკრეტულად New York Times-ისთვის გადახდილი არ ყოფილა" - განმარტავს ხადური.

აღსანიშნავია, რომ agenda.ge არის არა ცალკე იურიდიული პირი, არამედ კანცელარიის სტრუქტურული ერთეული. დომეინების რეგისტრაციის ერთიან ბაზაში Registration.ge, www.agenda.ge დომეინი კანცელარიის სახელზეა რეგისტრირებული და განთავსებულია სამთავრობო სერვერზე. მითითებული საკონტაქტო ნომრები ემთხვევა კანცელარიის საკონტაქტო ნომრებს. International New York Times-ის განცხადებით, სწორედ მათი დაკვეთით განთავსდა დავით უსუფაშვილის სტატია, როგორც რეკლამა. 

International New York Times ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ გამოცემა დაუკავშირდა agenda.ge-ს და ითხოვს, გასწორდეს ინფორმაცია, თითქოს International New York Times-მა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სტატია გამოაქვეყნა.

International New York Times ამბობს, რომ agenda.ge-ს მიერ დაკვეთილი ტექსტი განთავსდა როგორც რეკლამა სარეკლამო გვერდზე, შესაბამისი გრაფიკით, გამოცემის სარეკლამო რეგლამენტის დაცვით.

საგულისხმოა, რომ ტაბულასთან საუბარში agenda.ge-ს მთავარმა რედაქტორმა ნატა ამაღლობელმა ჯერ უარყო, რომ ფული გადაიხადეს პარლამენტის თავმჯდომარის წერილის განთავსებაში, შემდეგ კი გვითხრა, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.

Agenda.ge არის ვებსაიტი მათთვის, ვისაც სურს უკეთ გაიცნოს საქართველო. პროექტი ინიცირებულია საქართველოს მთავრობის მიერ,- ვკითხულობთ ვებსაიტის "ჩვენ შესახებ" სექციაში. 

სარეკლამო სტატია სათაურით "სააკაშვილს მისი წარსული სდევნის და არა პუტინის "თანამზრახველი" ივანიშვილი" International New York Times-ში 16 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები