ოჯახური ძალადობა

ღარიბაშვილი ოჯახური ძალადობაზე: ჩვენ ხედვას უახლოეს დღეებში წარვადგენთ

ტაბულა

ოჯახური ძალადობის ფაქტები, რა თქმა უნდა, დასაგმობია და ამის თაობაზე ჩვენს ხედვას საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარვუდგენთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ოჯახური ძალადობის ფაქტების კომენტირებისას მირზაანში განუცხადა, სადაც იგი ფიროსმანობის დღესასწაულს ესწრება.

"ჩვენ გაქვს ჩამოყალიბებული ხედვა, რომელსაც საზოგადოებას შევთავაზებთ და შესაბამის განცხადებას უახლოეს მომავალში გავაკეთებთ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები