დაკავება ესპანეთში

სპეცოპერაციის შედეგად, ესპანეთში 28 ქართველი დააკავეს

http://www.elicebergdemadrid.com/

ესპანეთში 28 ქართველი დააკავეს. მათ ბრალად ბინების ძარცვა ედებათ. სამართალდამცველებმა სპეცოპარაცია სახელწოდებით
„ქართული“ რამდენიმე რეგიონში - მადრიდში, კატალონიასა და კასტილია-ლამანჩოში ერთდროულად ჩაატარეს. ესპანური გამოცემა El Iceberg-ის ცნობით, ბრალდებულებმა 50-ზე მეტი ყაჩაღობა ჩაიდინეს.

ჩხრეკისას სამართალდამცავებმა სამალავი აღმოაჩინეს, სადაც დამნაშავეები მოპარულ ნივთებს ინახავდნენ. ესპანური გამოცემის ცნობით, დაკავებულები მიეკუთვნებიან კრიმინალურ ორგანიზაციებს “VOR V ZAKONE” და “KANONIERI KURDI”.

მომხდარს უკვე გამოეხმაურნენ საქართველოში. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკანიანი ამბობს, რომ საელჩო და გენერალური საკონსულო ინფორმირებულია, ისინი კონტაქტზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების სამართალდამცავ სტრუქტურებთან და დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომენტარები