ქიზიყური შემოდგომა

ქალაქ წნორში ფესტივალი ქიზიყური შემოდგომა გაიმართა

11-იდან 17 ოქტომბერამდე არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო ინიციატივის მიერ ორგანიზებული ფესტივალი ქიზიყური შემოდგომა გაიმართა. 
ქიზიყური შემოდგომის ფარგლებში მოიხატა წნორის კულტურის სახლი, გაიმართა სხვადასხვა სახის შეჯიბრებები და კონცერტები. გაიხსნა თავისუფალი ბიბლიოთეკა სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დროებით წიგნი ითხოვოს, სანაცვლოდ კი საკუთარი წიგნი დატოვოს. 
სამოქალაქო ინიციატივის წარმომადგენლის ნანა ბაგალიშვილის განცხადებით ქიზიყური შემოდგომა, როგორც წნორში კულტური ღონისძიებების წახალისებას ასევე ადგილობრივი ხელისუფლების გამოღვიძებას ისახავს მიზნად. ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ფესტივალი წნორში მომავალშიც გაიმართება.

კომენტარები