ინვესტიციები

ისრაელელი ინვესტორები თბილისში ორი ახალი სასტუმროს აშენებას გეგმავენ

ისრაელელი ინვესტორები თბილისში ორი ახალი სასტუმროს აშენებას აპირებენ - ამის შესახებ ინფორმაცია დავით ნარმანიამ საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმზე გაავრცელა. 

ქორთიარდ მერიოტში საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატამ და საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ ერთობლივი ბიზნესფორუმი გამართეს, რომელიც ქართველთა და ებრაელთა 26 საუკუნოვანი მეგობრობის იუბილეს ფარგლებში განხორციელდა.

ბიზნესფორუმს ორი ქვეყნის ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, საქართველოს ვიცეპრემიერი, თბილისის მერი და ქნესეთის ვიცესპიკერი ესწრებოდნენ.

"ხუთ საინვესტიციო პროექტს მოეწერა ხელი, აქედან ორი სასტუმროს, ორი საშუალო წარმადობის საწარმოსა და ერთიც მაღალტექნოლოგიური საწარმოს პროექტია. დღეს კიდევ გვექნება საინტერესო განხილვები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასზე მეტი ინვესტორია ჩამოსული საქართველოში, აქ არიან თითქმის ყველა სპექტრის კომპანიები, დელეგაცია საკმაოდ წარმომადგენლობითია. საქართველოს მხრიდანაც, ბიზნესის სფეროდან არის დიდი ინტერესი ისრაელის კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობის და ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ ამის გამო", - თქვა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები