ჟენევის მოლაპარაკებები

ბოკერია: რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ჟენევის ფორმატის ჩაშლა მათი ბრალი იქნება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, თუ ჟენევის მოლაპარაკებები ჩაიშლება, რუსეთისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ეს მათ გამო მოხდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლით ქართული მხარეა დაინტერესებული.

"ეს არ არის ძველი ჟენევის ფორმატი, 90-იანი წლების შევარდნაძისდროინდელი, სადაც ჩვენ და ოკუპირებული აფხაზეთი ვიყავით პრაქტიკულად თანაბარი სტატუსით, ხოლო რუსეთი იყო მომრიგებელ-მოსამართლე. ეს შეიცვალა 2008 წლის შემდეგ და რუსეთს დღემდე სურს ამის უკან დატრიალება. რუსეთისთვის უნდა იყოს ნათელი, რომ თუ ეს ფორმატი ჩაიშლება, ეს იქნება მათ გამო და დაბრალდება მთლიანად მათ ყველას მხრიდან", - აცხადებს ბოკერია.

ცნობისთვის, ჟენევის მოლაპარაკებები შესაძლოა ჩაიშალოს. ამის მიზეზად ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება სახელდება. ქართული მხარის თქმით, აღნიშნული ხელშეკრულება მოლაპარაკებების პროცესს საფრთხეს შეუქმნის. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლით ქართული მხარეა დაინტერესებული.

კომენტარები