ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე ვალერი კვარაცხელია დაინიშნა

ჯანდაცვის სამინისტრო

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს ახალი მოადგილე ჰყავს. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების მიხედვით, ამ პოსტზე ვალერი კვარაცხელია დაინიშნა. პრემიერის ბრძანება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს ვალერი კვარაცხელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ", - ნათქვამია პრემიერმინისტრის ბრძანებაში.

ვალერი კვარაცხელია ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს, 1999 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო, პოლიტიკური პარტია ახალი მემარჯვენებიდან. 

1978 - 1984 წლებში დამთავრებული აქვს კალინინის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სპეციალობა - სამკურნალო საქმე, კვალიფიკაცია – ექიმი, 1990 - 1992 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "სპეცფაკულტეტი" - ბიზნესის უმაღლესი სკოლა, სპეციალობა - ტურიზმის, საკურორტო და სასტუმრო მეურნეობის ეკონომიკა, კვალიფიკაცია – ეკონომისტი.

კომენტარები