ლინკევიჩუსის ვიზიტი საქართველოში

ლინკევიჩუსი პარლამენტის თავმჯდომარეს და ენმ-ის წევრებს შეხვდა

0 კომენტარი
ფოტო: iiss.org

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქმიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ლინკევიჩუსი უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს, ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მიერ NATO-ს უელსის სამიტზე მიღებული პაკეტი, ასევე ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის განხორციელების საკითხები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები