ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახურმა ვანის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დააკავა

is.ge

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ძაგნიძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. უწყების ცნობით, ძაგნიძე მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილე კომპანიის წარმომადგენელს გამარჯვების და შემდგომში გამარჯვების სანაცვლოდ, სატენდერო ღირებულების 25%-ს სთხოვდა. დაკავებულმა აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელს ტენდერში გამარჯვების შემდგომ, ქრთამის სახით, 3 000 ლარი გამოართვა.

"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ძაგნიძე დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ კობა ძაგნიძე, ვანის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს გამარჯვების და შემდგომში მფარველობის სანაცვლოდ, სატენდერო ღირებულების 25% მოსთხოვა. დაკავებულმა აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელს ტენდერში გამარჯვების შემდგომ, ქრთამის სახით, 3 000 ლარი გამოართვა.

საგამოძიებო სამსახურმა ასევე დააკავა ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის ყოფილი უფროსი ავთანდილ ჭელიძე და ვანის რაიონის სოფ. ამაღლების ტერიტორიული ორგანოს ყოფილი რწმუნებული მამია გაბუნია. დაკავებულებმა ერთ ერთი კომპანიის წარმომადგენელს ტენდერში გამარჯვების შემდეგ, შესრულებული სამუშაოების დაუბრკოლებლად ჩაბარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 7 000 ლარი გამოართვეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახეთ და ზომად ითვალისიწნებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კობა ძაგნიძე ვანის საკრებულოში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელია.

კომენტარები