კრიზისი უკრაინაში

უკრაინაში მმართველი კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებები მიმდინარეობს

უკრაინაში მმართველი კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებები გრძელდება. უკრაინული მედიის ცნობით, ორ გამარჯვებული ძალას - პრეზიდენტ პოროშენკოს ბლოკსა და პრემიერ იაცენიუკის პარტიას შორის დიალოგი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. პოროშენკოს ბლოკი მზადაა, არსენი იაცენიუკს პრემიერის პოსტი შესთავაზოს, თუ პრეზიდენტს ძალოვან ბლოკს დაუთმობენ. 

თუმცა, არსენი იაცენიუკი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მის მიერ დასახელებული კანდიდატურის დანიშვნას მოითხოვს. კონსტიტუციის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატურას პარლამენტს არა პრეზიდენტი, არამედ კოალიცია წარუდგენს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია კი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული ხმების დათვლას აგრძელებს. დღეს დილისთვის ოქმების 98% დამუშავდა. პირველ ადგილზე არსენი იაცენიუკის სახალხო ფრონტი გადის, რომელმაც ხმების 22.17% მიიღო. პეტრო პოროშენკოს ბლოკმა 21.82% მოიპოვა. რადაში ასევე გადიან სამოპომიჩი, ოპოზიციური ბლოკი, რადიკალური პარტია და ბატკივშჩინა. 

კომენტარები