ფორმულა 51

თბილისში ფორმულა 51-ის გახსნაზე გერმანელი დიჯეი ბორის ბრეჟა დაუკრავს

2014 წლის პირველ ნოემბერს ღონისძიებების სერია ფორმულა 51 იწყება. პროექტის ფარგლებში, პირველ ღონისძიებაზე დიჯეი და პროდიუსერი ბორის ბრეჟა ჩამოვა.

ფორმულა 51 გახსნისთვის ემზადება. ეს ახალი სივრცე იქნება თბილისში, რომლის მიზანიც საქართველოში ელექტრონული მუსიკის კიდევ უფრო პოპულარიზება და მსმენელისთვის, სხვადასხვა ელექტრომიმდინარეობიდან, გამორჩეული არტისტების შეთავაზებაა.

ბორის ბრეჟა წარმატებული გერმანელი მუსიკოსია, რომელმაც ელექტრონული მუსიკის სცენაზე თავი მრავალფეროვანი და განსხვავებული ჟღერადობის მუსიკით დაიმკვიდრა. ამაში მას ხელი მუსიკალურმა განათლებამაც შეუწყო. ბრეჟას მუსიკა ელექტროს, ბრეიკ ბიტის, ემბიენთის ელემენტებს შეიცავს და მთლიანობაში სრულიად ახალ ჟანრს ქმნის, რომელსაც თავად მუსიკოსმა High-Tech Minimal უწოდა და ამ მიმდინარეობის შემქმნელად ითვლება.

გერმანელ შემსრულებელთან ერთად, სტუმრებს ქართველი დიჯეების Vako T, Greenbeam & Leon და Gio Shengelia\Tomma მოსმენა შეეძლებათ.

ფორმულა 51 პირველ ნოემბერს, 23:00 საათზე, წერეთლის 116 ნომერში გაიხსნება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია კინოთეატრ რუსთაველში, კაფე დისქავერიში, ფორმულა 51-ში და ვებგვერდზე www.swoop.ge.

კომენტარები