პრემიერი მედიის შესახებ

პრემიერი: მედიაში საერთოდ არ ხდება პოზიტიური მოვლენების გაშუქება

პრემიერი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში განაცხადა, რომ მედია ხშირად დამახინჯებულად აწვდის ინფორმაციას მოსახლეობას, ხოლო თავად, ამას ეგუება. 

"მედია დღეს არის თავისუფალი და მე ამით ვამაყობ. მიუხედავად იმისა, რომ მედიაში ხშირად ხდება არასწორი გაშუქება, საერთოდ არ ხდება პოზიტიური მოვლენების გაშუქება, ხშირად დამახინჯებულად აწვდიან მოსახლეობას ინფორმაციას, ხშირად მესმის კრიტიკა - ობიექტური თუ სუბიექტუირი, არაჯანსაღი კრიტიკა, მაგრამ მე ამას ვეგუები, ვინაიდან მაქვს პრეტენზია, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო.

მე, როგორც ადრე შეგპირდით, მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ სტუდიაში, რომელიც რამდენიმე წლის წინ სააკაშვილის ხელისუფლებამ დაარბია და ჩაიგდო ხელში, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მედია იყოს თავისუფალი და ხელშეუხებელი. ჟურნალისტები, მათი ოჯახის წევრები, ა.შ უნდა იყვნენ აბსოლუტურად დაცულები. ეს არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე, ახალგაზრდა დემოკრატიის" - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები