კრიზისი კოალიციაში

ალასანია: ეს პეტრიაშვილმა იუმორით თქვა, მაგრამ რეალობა არცთუ ისე შორს არის

"რა თქმა უნდა, ეს ახლა იუმორით ნათქვამია, მაგრამ რეალობა არცთუ ისე შორს არის", - ამის შესახებ თავდაცვის აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ისაუბრა. მან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის ნათქვამი შეაფასა.

ტელეკომპანია მაესტროს ეთერში ალექსი პეტრიაშვილმა ედუარდ შევარდნაძის ცნობილი სიტყვები ექსპრეზიდენტისვე ხმის იმიტირებით თქვა - "ახლოვდება დიქტატურა, დემოკრატია საფრთხეშია, მე გადავდექი".

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გადააყენა. ამის შემდგომ უკვე თავად გადადგა ალექსი პეტრიაშვილი.

კომენტარები