კრიზისი კოალიციაში

ალასანია ნაციონალურ მოძრაობასთან პარტნიორობას არ გამორიცხავს

Irakli Alasania
Tabula

ირაკლი ალასანია ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში საპარლამენტო უმცირესობასთან პარტნიორობის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე "პარტნიორებს ყველაში ხედავს, ვისაც აქვს გამოცდილება და გადადგმული აქვს ნაბიჯები“. 

"ჩემი მთავარი ამოცანა იქნება სწორედ საზოგადოების შეკვრა, საზოგადების სიფხიზლე და რაც მთავარია, პოლიტიკური ბრძლის გაგრძელება იმისთვის, რომ ჩვენთან არასდროს მოხდეს კურსის შებრუნება. ყველას, ვისთვისაც ეს იდეალები არის ძვირფასი, ვისაც აქვს გამოცდილება, წარსულში დადასტურებული, რომ ამისთვის აქვთ ნაბიჯები გადადგმული, ყველაში ვეძებთ პარტიორებს“ - განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები